logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ჩვენ უნდა ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი და სრულფასოვანი მონაწილე
- +

20 დეკემბერი. 2018. 11:33

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ განახლებული მთავრობის პროგრამაში, პირველი პრინციპია, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

 

„განახლებული მთავრობის პროგრამაში, რომელიც 5 პრინციპს ეყრდნობა, პირველი პრინციპია, რომ ჩვენ შევძლოთ და ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი და საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს, ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი და სრულფასოვანი მონაწილე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner