logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: სამწუხაროდ, უმუშევრობა მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად რჩება
- +

20 დეკემბერი. 2018. 11:34

 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მთავრობამ სიღარიბის შემცირება 10 პროცენტით შეძლო, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში.

 

„ჩვენ დავიწყეთ რეალური ცვლილებები 2012 წლიდან და ყველა ჩემი წინამორბედი მაქსიმალურს აკეთებდა იმისთვის, რომ ყველაზე რთული პრობლემა, რაც იდგა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ეს იყო სიღარიბე, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით შეგვემცირებინა. გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ თვალსაზრისით. დაახლოებით, 10 პროცენტით ჩვენ შევძელით და შევამცირეთ სიღარიბე. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად უმუშევრობა და ეს არის ძალიან რთული ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფი ტემპებით განვითარდეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენთვის სწორედ მთავარ ამოცანად რჩება სიღარიბის დაძლევა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ეკონომიკურ ინიციატივაზე, მთავარი შეფასების კრიტერიუმი გახლავთ სწორედ ეს, რამდენად დაგვეხმარება ესა თუ ის ინიციატივა, საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს; დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმები დაგვეხმარება და სიღარიბე საბოლოოდ იქნება დაძლეული, მაგრამ ამასაც სჭირდება გარკვეული პერიოდი. მთავარია თითოეული ჩვენთაგანი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ადგას სწორ გზას და ჩვენ ეს გზა მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner