logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: 31 დეკემბრამდე ჩვენი მეწარმეები დაიბრუნებენ ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის თანხას ბიუჯეტიდან
- +

20 დეკემბერი. 2018. 11:59

 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას იმ რეფორმებსა და ინიციატივებზე ისაუბრა, რომელიც მცირე მეწარმეების სასარგებლოდ განხორციელდა.

 

„ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ შევძლებდით ჩვენი მეწარმეებისთვის ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის დაბრუნებას. წელს 31 დეკემბრამდე, ჩვენი მეწარმეები დაიბრუნებენ ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის თანხას ჩვენი ბიუჯეტიდან. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა. 2018-2020 წლებში ჩვენ ვგეგმავთ, რომ მილიარდ-ნახევარი დავაბრუნოთ ჩვენი მეწარმეების სასარგებლოდ. იცით, რომ ზაფხულიდან ამოქმედდა სრულიად უნიკალური შეღავათები ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის, ე.წ. 1%-იანი გადასახადი, როდესაც ჩვენ ხუთჯერ შევამცირეთ გადასახადები მათთვის. ეს იყო მართლაც უპრეცედენტო რეფორმა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა გასული, უკვე გვაქვს ძალიან კარგი შედეგები: ორჯერ არის მცირე მეწარმეების ბრუნვა გაზრდილი. დარწმუნებული ვარ, ამ რეფორმის შემდეგ ჩვენი მეწარმეების რაოდენობა საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება და მინიმუმ გაორმაგდება მომდევნო წელს.

 

ჩვენ სხვა ინოვაციური რეფორმებიც გვაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევამციროთ ბიუროკრატია. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც გადავა ერთიან საგადასახადო დოკუმენტზე 2019 წლის 1 იანვრიდან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვართ მოწადინებული, რომ გადასახადების დონე, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის, კიდევ უფრო შემცირდეს. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო მსოფლიო ხუთეულში შედის დაბალი გადასახადების თვალსაზრისით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner