logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: 580 000 მეტი ადამიანი უკვე ამოღებულია „შავი სიიდან“
- +

20 დეკემბერი. 2018. 12:01

 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ დღეისთვის, 580 000 მეტი ადამიანი ამოღებულია „შავი სიიდან“.

 

„სიღარიბის მთავარი წყარო გახდა ის ეკონომიკური მოდელი, რომლითაც ქვეყანა ცდილობდა განევითარებინა თავისი კონკურენტუნარიანობა და ის ხშირ შემთხვევაში, წარმატებული არ აღმოჩნდა, რადგან მასში მრავლად იყო არასამართლიანი თამაშის წესები. ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რისი ცვლილებაც დავიწყეთ. ჩვენ გვჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ოჯახს შეეხება. სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ წყაროდ იქცა 2007 წელს მიღებული სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რითაც დაიწყო ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევეჩეხეთ. იმ წესებით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ მომავალში, გამოირიცხება, რომ საქართველოს მოქალაქე ოდესმე ასე არასამართლიანად აღმოჩნდეს ე.წ. შავ სიაში. მაგრამ რა გვექნა წარსულისთვის? თითქმის 600 000-ზე მეტი ადამიანი იყო „შავ სიაში“. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამუშაო ძალის თითქმის ერთი მესამედი აღმოჩნდა ნორმალური, ცივილიზებული, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიღმა. ესაა სრულიად წარმოუდგენელი. ვერცერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ გადაფარავდა ამ უდიდეს გამოწვევას და ძალიან დიდ მინუსს. ამ ნაწილში ჩვენ მივიღეთ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება და დავიწყეთ მართლაც უპრეცედენტო პროექტი. ესაა ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 1 იანვარს, ახალ წელს ჩვენი 600 000 მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება. კიდევ ერთხელ მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომ არა მათი მხარდაჭერა ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ პროექტის რეალიზაცია. დღეისთვის, 580 000 მეტი ადამიანი ამოღებულია ამ „შავი სიიდან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner