logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: უწყებები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს უსაფრთხოებით, უმაღლეს დონეზე ასრულებენ მოვალეობას
- +

20 დეკემბერი. 2018. 12:03

 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ უწყებები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს უსაფრთხოებით, მართლაც უმაღლეს დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას.

 

„ტერორიზმი არის ყველაზე დიდი გამოწვევა მსოფლიო თანამეგობრობისთვის, ძალიან მტკივნეული. ჩვენ ყოველ დღე საერთაშორისო მედიაში ვადევნებთ თვალყურს, რომ ეს გამოწვევა ხდება ყოველ დღე უფრო და უფრო მტკივნეული. მე სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უწყებები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს უსაფრთხოებით, მართლაც უმაღლეს დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას და ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა აღნიშნავს მათ ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner