logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ბოლო მოვლენებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, როგორი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული ქართული პოლიცია
- +

20 დეკემბერი. 2018. 12:05

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ბოლო კვირების მოვლენებმა ქართველ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, როგორი მაღალი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული ქართული პოლიცია.

 

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უწყებები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს უსაფრთხოებით, მართლაც უმაღლეს დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას. ყველა ჩვენი პარტნიორი აღნიშნავს მათ ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს.

ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, როგორი მაღალი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული ქართული პოლიცია. ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში. გვაქვს ძალიან დიდი თავდადება და პატრიოტიზმი საქართველოს და მისი მთავარი ინტერესების დასაცავად. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს იმ თავშეკავებისთვის, იმ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმისთვის, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში გვაჩვენებენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner