logo_geo
eng_logo
ინდური ფილმის „ზიტა და გიტას“ ვარსკვლავს ჰემა მალინის საპატრიარქოში ჯილდო გადაეცა
- +

20 მაისი. 2016. 19:17


კულტურის პალატის ინიციატივით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში  ინდური ფილმის ზიტა და გიტას" ვარსკვლავი ჰემა მალინი მიიღო.  ცნობილ ინდოელ მსახიობს ქველმოქმედებისთვის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა საპატიო ჯილდო გადასცა, კერძოდ, გულის ფორმის მინანქარი, გულსაკიდი.  საქართველოს პატრიარქმა მას ღირსეული ჯილდო უწოდა. 



ჰემა მალინიმ განაცხადა, რომ ეს ჯილდო მისთვის განსაკუთრებულია და დღევანდელ შეხვედრას გაახსენებს.


როგორც პატრიარქმა ბრძანა, საქართველოს ძალიან უყვარს ინდოეთი.

 

 

მე ორჯერ ნამყოფი ვარ ინდოეთში. შევხვდი  ინდირა განდის და ვიყავით შტატ კერალაში, სადაც არის მართლმადიდებელი ეკლესია. თქვენ ძალიან ცნობილი ბრძანდებით მთელ მსოფლიოში და ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩამობრძანდით", - მიმართა ინდოელ მსახიობს უწმინდესმა.



პატრიარქმა მსახიობს საჩუქრად მის მიერ დაწერილი საგალობლების დისკი და ეპისტოლეების კრებული ინგლისურად გადასცა.



პატრიარქის თხოვნით ჰემა მალინიმ ინდური ცეკვა შეასრულა და თან ცეკვის თითოეული ილეთის მნიშვნელობა განმარტა.


 

მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით და მსურს, კიდევ ერთხელ ვიხილო პატრიარქი ინდოეთშიმე პოლიტიკაშიც ვარ ჩართული და ინდოეთის მთავარი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ვარ. „პოლიტიკა არის ზუსტი პლატფორმა იმისთვის, რომ გაიგო, რა სურს ხალხს. მე მზად ვარ ემი კომპეტენციის ფარგლებში, თუ იქნება ჩემი თანადგომა საჭირო, ჩავერთო საქველმომქედო ღონისძიებებში და კულტურის პალატასთან თანამშრომლობით, ევიტანო წვლილი ქართველი ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად", - განაცხადა ჰემა მალინიმ.



ინდოელი მსახიობი აპირებს, დაეხმაროს კულტურის პალატის შვილობილს ლუკა ჩხარტიშვილს, რომელი უმძიმესი პაციენტია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner