logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: სამშვიდობო ინიციატივა 100%-ით პასუხობს იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ
- +

20 დეკემბერი. 2018. 12:55

 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ 100%-ით პასუხობს ყველა იმ ადამიანის ინტერესებს, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს.

 

„ჩვენ ვართ ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკაზე, ხიდების მშენებლობაზე, ინტეგრაციაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე. სამშვიდობო პროგრამა, რომელიც დაიწერა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – 100%-ით პასუხობს ყველა იმ ადამიანის ინტერესებს, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ და შევაჩეროთ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ამ ტერიტორიაზე ჰქონდეთ წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ელემენტარულ სამეწარმეო საქმიანობაზე, რათა მათ შეძლონ და გამოკვებონ თავიანთი ოჯახები. ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივის რეალიზებას უკვე შემდგომი წლების განმავლობაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner