logo_geo
eng_logo
მიხეილ გომიაშვილი: მოხარული ვარ, რომ ამ ჯგუფში მოვხვდი!
- +

ავტორი ანა ფერაძე

20 მაისი. 2016. 19:44



მსახიობმა მიხეილ გომიაშვილმა „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველის" შესახებ ისაუბრა. გომიაშვილის თქმით, ეს პროექტი აღსანიშნავია იმით, რომ იგი ოპერისა და ბალეტის ისტორიულ შენობაში ხორციელდება და აქვე დასძინ, რომ მოხარულია ასეთ შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობით.

 

 „პირველად მოვხვდი ასეთ სიტუაციაში. აბსოლუტურად სხვა რეჟიმში ვმუშაობ, მაგრამ იმდენად სერიოზული ადამიანია ლაშა ონიანი, იმდენად მჯერა მისი, რომ პირდაპირ მივენდე მას.

 

ამ ყველაფერს აგვირგვინებს ის, რომ ეს პროექტი არ ხდება სადღაც პროფკავშირების სასახლეში და სადღაც კლუბში, ეს ხდება სასწაულ შენობაში, ქვეყნის პირველ სცენაზე - ოპერის და ბალეტის თეატრში.

 

ყველაფერი ხელს გვიწყობს, რომ პროექტი კარგად გაკეთდეს. მოხარული ვარ, რომ ამ ჯგუფში მოვხვდი", - ამბობს მიხეილ გომიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner