logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე მოსმენის ფორმატი საუკეთესოდ პასუხობს დეპუტატების ინტერესებს
- +

20 დეკემბერი. 2018. 12:58

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, შს მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან კითხვები გააჩნიათ დეპუტატებს, ამიტომ ამისთვის სწორი ფორმატი შეირჩა და ეს არის პარლამენტის პლენარული სხდომა.

 

„რამდენიმე კომიტეტისგან იყო ინტერესი, რომ მომხდარიყო მოსმენა ბატონ გიორგი გახარიასთან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ყველა დეპუტატს მიეცეს გიორგი გახარიასთან კითხვების დასმის საშუალება. ამისთვის ერთადერთი ფორმატი არის პარლამენტის პლენარული სხდომა. ვფიქრობ, ეს ფორმატი საუკეთესოდ პასუხობს ჩვენი დეპუტატების, კოლეგების ინტერესებს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner