logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: თბილისში 8 ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე 80 მილიონი დაიხარჯება
- +

20 დეკემბერი. 2018. 13:23

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა პროექტი, რომელიც 2018 წელს განხორციელდა, მნიშვნელოვანია.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რაც ამ წლის განმავლობაში გაკეთდა სხვადასხვა მიმართულებით. არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეხებია. ცხადია, ამით თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არის ბევრი გამოწვევა, პრობლემა, რომელსაც სჭირდება ღირსეული პასუხები. მან ასევე ისაუბრა განათლების მიმართულებით რეფორმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, პრემიერმა ისაუბრა ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე, რომელიც მომავალში განხორციელდება და ერთ-ერთი ასეთი არის ახალი მიწისზედა მეტროს გაკეთება დედაქალაქში სამგორიდან ლილოს მიმართულებით. დაახლოებით რვა ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და ასევე შესაძლებელი იქნება სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მიწისზედა მეტრო მგზავრებს. დაახლოებით, 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტში. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი და წლის ბოლოსთვის გვექნება ზუსტი ინფორმაცია პროექტის სახით და დავიწყებთ მის განხორციელებას", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner