logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მთავრობის წლიურ ანგარიშში ხაზგასმულია ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ჰქონდეს
- +

20 დეკემბერი. 2018. 13:24

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ყოვლისმომცველი და ძალიან საინტერესო ანგარიში წარადგინა.

 

„ეს ანგარიში არის ნამდვილად შთამბეჭდავი, ხაზგასმულია ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. ორი ძირითადი ამოცანა იყო გამოკვეთილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ასევე საუბარი იყო მოკლევადიან ამოცანებზე. ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პარლამენტი მთავრობასთან ერთად, რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner