logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, პოლიციელების შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა
- +

20 დეკემბერი. 2018. 13:25

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიციელების შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა.

 

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიციელების სხვადასხვა ფორმით შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდენცია გამოიკვეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი გაეცა კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ასე უნდა მოქმედებდეს. დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა, ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა. ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული, რომელსაც 20 წუთით მეტი სჭირდებოდა, თუმცა აშკარად ოპოზიციას იმ დღეს ჰქონდა თვითმიზანი, მოეწყო პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს, შეძლეს პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner