პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ტურიზმი იქცა ჩვენი ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად.
„ტურიზმი იქცა ჩვენი ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად. პირველი 10 თვის განმავლობაში ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობამ გადააჭარბა 8 მილიონ ადამიანს. ეს არის თითქმის 11%-იანი ზრდა, სასტუმროები იხსნება საქართველოს ყველა კუთხეში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის მეშვეობით განვავითაროთ ჩვენი რეგიონები, ჩვენი კუთხეები. ყველა რეგიონი უნდა გრძნობდეს საქართველოში ეკონომიკურ აღმავლობას. ჩვენ ახალი ტურისტული პროექტების, ახალი ატრაქციების შემუშავებას ვიწყებთ, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ევროკავშირის ქვეყნებიდან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.