პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას ჯანდაცვაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მუდამ იყო, არის და იქნება ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა. 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც გადავდგით, იყო ის, რომ მნიშვნელოვნად გაგვეზარდა ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ბიუჯეტი. წელს, ჩვენ ფაქტობრივად, ისტორიულ მაქსიმუმს მივაღწიეთ და მილიარდ ლარზე მეტი გვაქვს გამოყოფილი ჩვენი ჯანდაცვის სექტორისთვის. ჯანდაცვის პოლიტიკა ერთი მხრივ, აქცენტირებულია პრევენციულ ღონისძიებებზე, ადრეულ დიაგნოსტიკაზე, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა სხვა პროგრამა კიდევ უფრო განვავითაროთ და ახალი პროგრამები დავამატოთ საყოველთაო ჯანდაცვას. საქართველო უპრეცედენტოდ წარმატებული აღმოჩნდა C ჰეპატიტთან ბრძოლაში ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა. საქართველო დღეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ C ჰეპატიტის ელიმინაცია სრულად მოხდეს. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით ამ ნაწილში ჩვენს აქტივობას და 2019 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.