logo_geo
eng_logo
მარინა სალუქვაძე: „სამოსელი პირველი“ - ასეთი დადგმა ქართულ სივრცეში ჯერ არ ყოფილა!
- +

20 მაისი. 2016. 19:46


მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველის" ლიბრეტოს ავტორი მარინა სალუქვაძე „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სპექტაკლის შესახებ საუბრობს. სალუქვაძის თქმით, საქართველოში პირველია ასეთი უჩვეულო და მასშტაბური პროექტი, რომელიც გურამ დოჩანაშვილის წიგნ „სამოსელი პირველის" მიხედვით არის შექმნილი. მისი განხორციელებისთვის გაერთიანდნენ ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ხელოვანები. მისი თქმით, ასეთი საინტერესო დადგმა ქართულ სივრცეში ჯერ არ ყოფილა.



„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „რეპორტიორს" მასპინძლობისთვის. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოში პირველად ტარდება საკმაოდ გრანდიოზული, უჩვეულო და მასშტაბური პროექტი. ეს არის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველი", რომელიც გაიმართება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. ამ იდეის გარშემო, რომელიც დალოცა თავად ავტორმა, ბატონმა გურამ დოჩანაშვილმა, გაერთიანდა არაერთი ხელოვანი, რომელსაც თქვენ იცნობთ, გიყვართ და საკმაოდ საინტერესო და კარგი ბიოგრაფია აქვს თითოეულ მათგანს. პროექტის პროდიუსერები არიან ზურაბ ლოლაძე და დავით კინწურაშვილი, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა, რომ ეს პროექტი განეხორციელებინა ოპერის თეატრს. ეს არის დრამის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სინთეზი. არის საკმაოდ უჩვეულო და საინტერესო სანახაობა. ასე ვთქვათ, ეკლექტური ჟანრის ნაწარმოები გამოვიდა. როგორც მოგეხსენებათ, არის საოცარი მწერლის, ბატონი გურამ დოჩანაშვილის წიგნ „სამოსელი პირველის" მიხედვით შექმნილი, მუსიკის ავტორი გახლავთ ბატონი ზაზა მარჯანიშვილი, გერმანიიდან სპეციალურად ამ პროექტისთვის სამუშაოდ ჩამოვიდა ბატონი ლაშა ონიანი. ამ ბატონებს არაერთი საინტერესო პროექტი აქვთ განხორციელებული მსოფლიო მასშტაბით.

 

მინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი დავით კინწურაშვილი, რომელიც არის საუკეთესო მუსიკოსი და გარდა ამისა არის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ბატონი დავით როინიშვილი, არაჩვეულებრივი მსახიობი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ამ სპექტაკლში. როგორც უკვე აღვნიშნე, აქ ჩართულები არიან დრამის წამყვანი მსახიობები, ოპერისა და ბალეტის თეატრის არაჩვეულებრივი სოლისტები, საოცარი მოცეკვავეები, მთელი ორკესტრი, გუნდი, ასევე მოწვეული მუსიკოსები. მთავარი როლის შემსრულებელია ბატონი მიხეილ გომიაშვილი, რომელიც ასრულებს იდუმალებით მოსილი ლტოლვილის როლსა და მრჩევლის, კონსელიეროსი. ეს გახლავთ მენდეს მასიელი. საკმაოდ ორიგინალური და სხვანაირი გადაწყვეტა აქვს ამ დადგმას.

 

მთავარი პარტიის შემსრულებელი არის თეა დემურიშვილი, არაჩვეულებრივი მეცო-სოპრანო, რომელიც წლების განმავლობაში მოღვაწეობდა უცხოეთში და არაერთი სცენა აქვს დაპყრობილი. დღეს გახლავთ ოპერის წამყვანი სოლისტი. არ მინდა, ბოლომდე გავხსნა კარტები და ყველაფერი ვთქვა. მაყურებელი თვითონ ნახავს ყველაფერს. ერთ დეტალს ვიტყვი, - თეა, გარდა წამყვანი პარტიისა, იქნება ანა-მარიას ხმის შემსრულებელი.

ბატონი ირაკლი მურჯიკნელი, არაჩვეულებრივი ტენორი, რომელსაც აქვს საოცარი დიაპაზონი. მე პირადად ვესწრებოდი რეპეტიციებს და სიმართლე გითხრათ, მოხიბლული ვარ მისი შესრულებით. ბატონი ირაკლი ასრულებს კარის ტენორის, ეზეკიელ ლუნას პარტიას.

ეს არის ძალიან უჩვეულო, საინტერესო დადგმა, როგორიც, თამამად შეიძლება ითქვას, ჯერ არ ყოფილა ქართულ სივრცეში. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, რომ თავიანთ ენერგიას და წვლილს არ იშურებენ ამ დადგმის განხორციელების საქმეში", - განაცხადა მარინა სალუქვაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner