logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: გურჯაანში იმ რაოდენობის პოლიცია იყო მობილიზებული, რაც მართლწესრიგის დასაცავად იყო საჭირო
- +

20 დეკემბერი. 2018. 16:04

 

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გურჯაანში იმ რაოდენობის პოლიცია იყო მობილიზებული, რაც მართლწესრიგის დასაცავად იყო საჭირო“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შს სამინისტროს წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა დავით კირკიტაძესთან დაკავშირებით მოსამართლე და შესაბამისად, განაჩენიდან გამომდინარე ვერ განსაზღვრავდა პოლიციელთა რაოდენობას.

 

„წინასწარ ვერაფრით იქნებოდა ცნობილი, რა აღკვეთის ღონისძიება იქნებოდა გამოყენებული. ოპოზიციამ დააანონსა აქციები და ასეთ დროს როგორც ვაკეთებთ, გავავრცელეთ დღესაც და გუშინაც ინფორმაცია, რომ პოლიცია დაიცავდა საზოგადოებრივ წესრიგს. თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რა რაოდენობის პოლიციაც მივიჩნიეთ საჭიროდ მართლწესრიგის დასაცავად, იმ რაოდენობის პოლიციელი მივიყვანეთ გურჯაანში“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner