ავტორი ილონა ცაცუა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს თურქეთის კლინიკაში სარეაბილიტაციო კურსს უტარებენ. ამის შესახებ „რეპორტიორს“ თბილისის „ბიგ ბენდის“ დამფუძნებელმა გაიოზ კანდელაკმა განუცხადა.
„ამ ეტაპზე ძალიან კარგად არის. ფეხზე წამოაყენეს, კონტაქტურია. ფიზიოლოგიურ ვარჯიშებს აკეთებინებენ. ექიმები ამბობენ, რომ მკურნალობა შედეგიანია. დაახლოებით ერთ ან ორ კვირაში გამოწერენ“, - განაცხადა გაიოზ კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ გიორგაძე რამდენიმე კვირის წინ ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. მას თავის ტვინის დაჟეჟილობა და გულმკერდის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა, ასევე მოტეხილი ჰქონდა 12 ნეკნი. მინისტრის მოადგილე მკურნალობას თურქეთში, „ამერიკან ჰოსპიტალში“ აგრძელებს.