logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ეს მან საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად გააკეთა!
- +

20 დეკემბერი. 2018. 20:40

აკადემიკოსის გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მოსამართლე ნინო ჯემალის ასული შარაძე - ჩემი ბიძაშვილი, მამაჩემის ძმისშვილი - იყო ის, ვინც 2004 წელს, ბუტა რობაქიძის თანმხლები მეგობრები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

ეს გმირობაზე მეტი იყო! და ეს მან საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად გააკეთა.

 

დიახ, ეს იყო ნინო შარაძე, ჩემი სისხლი და ხორცი და მე ამაყი ვარ!

 

ესეც გურამ შარაძეა? ესეც არამზადა უშიშროებაა, არავინ რომ არ ახსენებს?

 

გული მწყდება...

 

სულ ველოდები, რომ სხვა იტყვის. მერიდება ხოლმე საკუთარზე საუბარი. თინა ხიდაშელმა, 2012 წლის ოქტომბერში, პარლამენტში, მგონი სულაც პირველ სხდომაზე, თქვა, რომ ნინო შარაძისნაირი მოსამართლეები უნდა გვყავდესო. ეს იყო და ეს... აქ ყველაფერს ვერ და არ დავწერ...

 

საკუთარ თავზე რაც გადამხდა, უმეტესობა იცით“, - წერს შარაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner