logo_geo
eng_logo
ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობაში ბრალდებულებს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

20 დეკემბერი. 2018. 20:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ  სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ცოლ-ქმარი თ.ა და ი.რ. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  თ.ა.-მ და ი.რ.-მ წინასწარი განზრახვით, თაღლითობის მიზნით, ე.ხ.-ს, რომელსაც ბინის დაგირავება სურდა, მოტყუებით აჩვენეს მისთვის სასურველი ბინა და დაჰპირდნენ რომ 17000 აშშ დოლარად 2 წლით იპოთეკით დაუტვირთავდნენ. მას შემდეგ რაც დაზარალებულმა თანხა გადასცა, თ.ა.-მ და ი.რ.-მ იპოთეკით სულ სხვა, საცხოვრებლად უვარგისი ბინა დატვირთეს,  რომლის საბაზრო ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო ე.ხ.-ს მიერ მათთვის გადაცემულ თანხაზე.

 

თ.ა.-ს და ი.რ.-ს 2018 წლის 12 მარტს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  თ.ა და ი.რ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ორივეს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner