logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე: პრემიერ-მინისტრმა დიდი ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს
- +

20 დეკემბერი. 2018. 20:43

 

ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა" თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე პრემიერ-მინისტრის მიერ, მთავრობის წლიური ანგარიშის შეფასებას ეხმაურება.

 

„პრემიერ-მინისტრის ანგარიში იყო არამხოლოდ შესრულებული სამუშაოს შეჯამება, არამედ ხედვაც, თუ რა არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომავალში - უსაფრთხოება და ეკონომიკა - ორი ყველაზე მთავარი ამოცანაა.

 

მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკა თითოეული მოქალაქის გადმოსახედიდან დაინახა და მისი პირველი ინიციატივები სწორედ ეკონომიკაში მონაწილეობის გაზრდას უკავშირდება - ასეთია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, გადასახადების დაწევა და ასეთია ვალების განულების ინიციატივა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტება.

 

პრემიერ-მინისტრმა დიდი ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს და NATO-ში გაწევრიანების საკითხს - ორივე მიმართულებით გვაქვს პროგრესი და მოტივაცია, რომ რეფორმები გაგრძელდეს. ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში შევიდა, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს.

 

მივესალმები რეგიონების განვითარებაზე ახალ ინიციატივებს და მთის განვითარების სტრატეგიას, რომლის განხორციელებაშიც 110 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდება", - აცხადებს გოჩა ენუქიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner