ავტორი ანა ფერაძე
„დარწმუნებული ვარ, სასწაული სპექტაკლი გამოვა!" - ამბობს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველში" მთავარი პარტიის შემსრულებელი, მეცო-სოპრანო თეა დემურიშვილი „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე.
„მადლობა მინდა ვუთხრა ზაზა მარჯანიშვილს, ძალიან მომწონს ჩემი არიები, მუსიკაც ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, გაამართლებს და სასწაული სპექტაკლი გამოვა.აქვე ვიტყვი, რომ ჩემს შვილთან ერთად ვიქნები სცენაზე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს თეა დემურიშვილი.