logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარია მზად არის, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, რაც მისასალმებელია
- +

20 დეკემბერი. 2018. 20:50

„ვიცე-პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ძალიან კარგი ჟესტია, რომ წარდგეს არამხოლოდ კომიტეტების წინაშე, არამედ გაზრდილი საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„გიორგი გახარია მზად არის, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, ეს გაზრდილი ზედამხედველობის ფონზე პირველი ნაბიჯია, რაც მისასალმებელია. როგორც მოგეხსენებათ, ახალი რეგლამენტი საპარლამენტო ზედამხედველობას მნიშვნელოვნად ზრდის. ისეთი კითხვები ისმება ხოლმე ოპოზიციის მხრიდან, რომ ხანდახან ვრწმუნდები, მათ ჩვენი გაცემული რეკომენდაციები უბრალოდ წაკითხული არ აქვთ, ამ რეკომენდაციების შესრულებაზე გვექნება კითხვები. საპარლამენტო უმრავლესობას ასევე კითხვები ექნება მიმდინარე პროცესებთან, კრიმინალთან, მასთან ბრძოლის მეთოდებთან, სამართლის პოლიტიკასთან, ყველაფერთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შედიოდეს შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner