logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: 9 წელი სისხლით, წართმევით და ცრემლებით ავსებდნენ ბიუჯეტს!
- +

20 დეკემბერი. 2018. 22:06

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

 

„გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ არ შეუშვა თელავში...

ამას ამბობს ჩვენს შვილებზე! იმ პოლიციელებზე, რომლებსაც წიხლები ურტყეს, აფურთხეს, პროვოკაციები მოუწყვეს და მაინც ვერ გამოიყვანეს მდგომარეობიდან, მაინც ვერ აქციეს ბრმა იარაღად საკუთარი მიზნის განხორციელების- სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის გზაზე!

ახლა, ამ სახელმწიფოს მტრებს, გახარიამ უნდა გასცეს, თურმე, პასუხები! იმ გახარიამ, რომელსაც კრიმინალს და დამნაშავეს ეძახიან, ათას ტყუილს უგონებენ და აბრალებენ...

და ეს ყველაფერი იცით რისი ბრალია?... ვიღაცის ავადმყოფ ტვენში ჩამოყალიბებული იდიოტური პროექტის, რომლის მიხედვითაც, ბოკერიას ცალკე ძალად გამოყოფის შემთხვევაში, ხელისუფლებას ეყოლებოდა კონსტრუქციული, სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურებში მხარდაჭერილი, დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ოპოზიცია?!

და არავის გახსენებია ის, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 9 წელი სისხლით და ცეცხლით მართეს ქვეყანა! ეს იმ რეჟიმის მმართველები არიან, რომლებიც 9 წელი სისხლით, წართმევით და ცრემლებით ავსებდნენ ბიუჯეტს!

და არც ის იციან, რომ

"კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს"

არც იციან და არც სხვისას იჯერებენ...“ - წერს ხოფერია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner