რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა 2004 წლის ისტორია გაიხსენა, რომელიც დავით კირკიტაძეს და ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეეხებათ:
„2004 წლის ამბავს გავიხსენებდი, როდესაც დავით კირკიტაძე პარლამენტის წევრი იყო. კირკიტაძე პარლამენტის დაცვის წევრს იარაღით გაუსწორდა. მაშინდელი პრეზიდენტი, სააკაშვილი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ ადამიანი, რომელმაც პარლამენტის დაცვის წევრი სცემა, - არის გმირი და მას მადლობა გადაუხადა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან პოლიციელებს და წინააღმდეგობას უწევენ მათ, გმირები არ არიან. ისინი არიან დამნაშავეები და პასუხი უნდა აგონ!“, - განაცხადა სუბარმა.