საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსების დღეა - საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა.
ჩემო მეგობრებო და არაკეთილმოსურნეებოც! დღეს ყველას ერთად გვაქვს უფლება და ვალდებულება მივულოცოთ სრულიად საქართველოს მისი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების არიერგარდს! საქართველოს ეროვნულ გვარდიას და ყველა ქვეყნისათვის გულანთებულ მამულიშვილს ეროვნული გვარდიის დღე!!! ღმერთმა სასუფეველი მიაგოს ჩვენს დაღუპულ გმირ მეგობრებს! ნუგეში მათ ოჯახებს! წარმატება ღირსეული გენის მატარებელ მათ შვილებს და შვილიშვილებს! მადლობა და ხსოვნა ყველა ჩვენს უფროს მეგობარს და მეთაურს! მადლობა ყველა თქვენგანს! მადლობა ყველა იმ დაჯგუფების თუ სტრუქტურის წარმომადგენელს ვისთანაც ერთად ომში და მშვიდობაში ურთიერთქმედებით შევინარჩუნეთ სახელი და სახე! მადლობა ყველა იმ ჯარისკაცს და ოფიცერს, რომელიც დღესაც ღირსეულად ატარებს ეროვნული გვარდიელის საპატიო სახელს და სამხრეებს! მადლობა ღმერთს, რომ მოგვცა შესაძლებლობა ქმედების, ზოგჯერ ტკივილის, ზოგჯერ ცრემლის, ზოგჯერ სიხარულის, ზოგჯერ დაუმსახურებელი დაწიხვლის! მაგრამ მაინც გაძლიერების! მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთობლივად-ერთობით შევძლებთ სანუკვარი მიზნის, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების და გაძლიერების მიღწევას!
ღმერთი ჩვენთან!!!“ - წერს კობალაძე.