ავტორი ანა ფერაძე
„გუნდი ხედავს, რა უნდა გააკეთოს", - განაცხადა მსახიობმა დავით როინიშვილმა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველის" შესახებ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. აქვე როინიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი სიახლე მსახიობისთვის მეტი გამოცდილების მიღების გზაა.
„საკმაოდ საინტერესო პროექტია. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ პარტნიორებთან მიწევს მუშაობა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ გუნდი ხედავს, რა უნდა გააკეთოს. ეს არ არის მუსიკალური გაფორმება, ეს არის ცოცხლად შესრულებული მოქმედება.
მსახიობისთვის ნებისმიერი სიახლე ძალიან საინტერესოა და მეტ გამოცდილებას იღებს", -აღნიშნა დავით როინიშვილმა.