ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დასრულდა „ნაცებო“... თქვენი ერთი- ერთი ბოლო გაფართხალების ძალიან რთული ეტაპი, თქვენგან გაუთავებელი ლანძღვის, შეურაცხყოფის, მიწასთან გასწორების მცდელობის ურთულესი პერიოდი.
ეს იყო საოცარი ლუსტრაციის ხანა და ეს იყო საღი, სახელმწიფოებრივი აზრის გამარჯვება, ქართველი ხალხის ძალა სწორედ წელს გამოჩნდა!
ის რომ თქვენი ჭკუით თქვენ არ აღიარებთ პრეზიდენტს, ქალს რომელიც აირჩია ხალხმა და იმდენ ჭკუასაც ვერ ატანთ რომ მილიონზე მეტ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს უარყოფთ! უარყოფთ თავისუფალ არჩევანს და უარყოფთ ქართველი ხალხის ნებას!
ერთი რამ ცხადია და კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებ - ქართველი ხალხი ისეთი ძალაა რომელიც არ უნდა მოატყუო, არ უნდა დასცინო, არ უნდა დაამცირო, არ უნდა უყვირო და არც ულტიმატუმებით არ უნდა ესაუბრო. არც მლიქვნელობა გამოგადგებათ.
„ნაცი“ - სიტყვა იქცა მოცემულობად რომელიც არ უნდა მიიღო, მავნეა, კლავს, ატყუებს, იყენებს, ანგრევს!
არ შეირგეთ კოჰაბიტაცია, მართლა ვერ მიხვდით და ვერ დააფასეთ რამხელა დათმობაზე წავიდა ივანიშვილი და ივანიშვილის პატივისცემით ხალხი თქვენს გამო...
დიდსულოვნება სისუსტედ ჩათვალეთ, მოინდომეთ ისევ თავზე მოკალათება და აი მიიღეთ!
- ქათამმა თხარა თხარაო და კი გამოთხარეთ თქვენი დასაკლავი დანა ხოდა კი ითხარეთ და თქვენით გაიკეთეთ ხარაკირი!
- აკი იღლიცინეთ როცა გაუცნობიერებლად გაგაფრთხილათ სადაც არ უნდა გათხარო!
დღეს საკმარისია, დანარჩენი მერე“, - წერს არველაძე.