logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: საკადრო ცვლილებებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ...
- +

21 დეკემბერი. 2018. 02:35

„გაცილებით მნიშვნელოვანია, ცვლილებები შეეხოს მართვის და მენეჯმენტი ფორმებს, ვიდრე, ან მხოლოდ კონკრეტულ გვარებს და კადრებს“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„როცა ცვლილებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, ფრაგმენტულად ისაუბრო. განსაკუთრებით, როდესაც ყველა ვიაზრებთ, რომ ეს მოცემულობა გაცილებით გაბედული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. ცვლილებები კომპლექსური უნდა იყოს. ვინც არ უნდა შეიცვალოს, სახელისა და გვარის ცვლილება არ შეცვლის ვითარებას, თუ მენეჯმენტი და მართვის სტილი არ შეიცვალა. გამორიცხვით, საკადრო ცვლილებებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ახლა, გაცილებით მეტი დრო ეთმობა შინაარსს, მართვის მოდელს და კონტროლის მეტი მექანიზმის გამოყენებას, რომ ყველა დონეზე, ყოველი პასუხისმგებელი პირი, ვისაც კონკრეტული სფერო აქვს მინდობილი და კონკრეტული მიმართულება აბარია, პოზიციაზე ეფექტიანი იყოს, პასუხისმგებელი და ჰქონდეს შედეგი“, – განაცხადა ბესელიამ.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოსწონს თუ არა მას ირაკლი კობახიძის მართვის სტილი, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდა ლიდერია, რომლისთვისაც შესაძლოა, პოლიტიკური გამოწვევები უფრო მეტად დადგა, რადგან პოლიტიკური ველი მისთვის უფრო ახალი იყო, განსაკუთრებით, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პოზიციიდან.

 

„მას დიდი პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა. ამიტომ, მას საკუთარ თავზე ძალიან რთული და დიდი პასუხისმგებლობის, დიდი ტვირთის აღება მოუხდა. ეს მარტივი და იოლი არ არის და ბუნებრივია, მას შეხიდება, თანაგუნდელების მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება, რადგან არ შეიძლება, ამხელა საქმეს მარტო გაუძღვეს. ის კარგი კონსტიტუციონალისტი და თავისი საქმის კარგი მცოდნეა. ყველაფერი ეტაპობრივად, გამოცდილებას მოაქვს. ასე რომ, ირაკლი ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული ლიდერია“, – განაცხადა ბესელიამ.

 

შეკითხვაზე, თავად „ძველი გვარდიის“ წარმომადგენელია, თუ „ახალი სახე“, ბესელიამ აღნიშნა, რომ ის, ობიექტურად, „ძველი გვარდიელია“, რადგან ბიძინა ივანიშვილს პირველი დღიდან, პირველივე ნაბიჯებიდან მოჰყვება და იმ მოძრაობისა და პოლიტიკური ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner