ჩეხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში მდებარე შახტში მეთანის აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, ყველა დაღუპული პოლონეთის მოქალაქეა, წერს „Lidove Noviny“.
აფეთქების შედეგად 10 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული, მათგან სამმა დამწვრობა მიიღო. 8 მეშახტე დაკარგულად ითვლება.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება 800 მეტრის სიღრმეში მოხდა, რის გამოც შახტის კონსტრუქციები ნაწილობრივ ჩამოიშალა.