logo_geo
eng_logo
ჩეხეთში შახტში აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაკარგულები
- +

21 დეკემბერი. 2018. 10:45

 

ჩეხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში მდებარე შახტში მეთანის აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

 

წინასწარი ინფორმაციით, ყველა დაღუპული პოლონეთის მოქალაქეა, წერს „Lidove Noviny“.

 

აფეთქების შედეგად 10 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული, მათგან სამმა დამწვრობა მიიღო. 8 მეშახტე დაკარგულად ითვლება.

 

არსებული ინფორმაციით, აფეთქება 800 მეტრის სიღრმეში მოხდა, რის გამოც შახტის კონსტრუქციები ნაწილობრივ ჩამოიშალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner