აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯიმ მეტისი თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „Twitter“-ის გვერდზე დაწერა. ტრამპის ინფორმაციით, მეტისი თებერვლის ბოლოს გადადგება.
რა გახდა მეტისის გადადგომის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც მეტისმა განაცხადა, პრეზიდენტს აქვს უფლება, ჰყავდეს ისეთი თავდაცვის მდივანი, რომელიც მის შეხედულებებს იზიარებს.
ჯიმ მეტისი თავდაცვის მდივნის პოსტს 2017 წლის იანვრიდან იკავებს.