logo_geo
eng_logo
აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა
- +

21 დეკემბერი. 2018. 11:29

 

ამერიკაში, ჯორჯიას შტატის ქალაქ ატლანტაში მცირე ზომის თვითმფრინავი „Cessna 560“ ფეხბურთის მოედანზე ჩამოვარდა.

 

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოთხი ადამიანი დაიღუპა.

 

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ფულტონის აეროდრომზე აფრინდა და მემფისში მიემართებოდა.

 

სააგენტოს ინფორმაციით, თვითმფრინავი კომპანია „Chen Aircrafts“-ს ეკუთვნოდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner