logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანძე: NATO-ს გამო კი ნუ წვავთ ადამიანებს კოცონზე, ნაცისტებს რომ მისტირიან იმ პერსონებს გაემიჯნეთ
- +

20 მაისი. 2016. 13:00


„თუ NATO-სთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის დაფიქსირების გამო, პოლიტიკოსებს ანათემას გადასცემენ და პარტიიდან რიცხავენ გაუგებარია რატომაა სხვაგვარი მიდგომა იმ პერსონების მიმართ ვისაც 9 წლიანი რეჟიმის შემომქმედებითან დაკავშირებით ნოსტალგიური განწყობები გააჩნიათ", - ამის შესახებ ,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ,,ქართული ოცნების'' ახალი სახეების მიერ  უგულავას და მერაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული  განცხადებების შემდგომ გააკეთა. 



,,დავით კოღუაშვილის გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოება, რომ ,,ქართულ ოცნებაში'' ვითომ ,,ახალი'' სახეების შერჩევა ისე არ მიდის როგორც უნდა მიდიოდეს. კოალიცია, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა წინა რეჟიმის გასამართლების ლოზუნგით, კოალიცია რომლის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს რომ ნაციონალები ნაცისტებისგან არაფრით განსხვავდებიან.  გაუგებარია ამავე კოალიციის ახალი სახეების სხვაგვარი დამოკიდებულება 9-წლიანი რეჟიმის შემოქმედების მიმართ.


თუკი აუხდენელი მიზნების, რაც ეხება NATO-ში შესვლასთან დაკავშირებულ პოზიციის მქონე ადამიანებს პარტიიდან რიცხავთ და ლამის კოცონზე წვავთ.  გეკითხებით რატომ არ გაქვთ იგივე დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ ვინც ნაცისტური რეჟიმის შემოქმედების გათეთრებას ემსახურებიან.


პარტია, რომელსაც აქვს პრეტენზია მოიპოვოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა,  მისი რიგები არ უნდა იყოს დაკომპლექტებული იმ ადამიანებით, რომლებსაც  ფაშისტების და მათი მიმდევვრების მიმართ სენტიმენტალურ და აღმატებული გრძნობები აქვთ. დღეს რომ ისრაელში ნაცისტები ვინმემ რაიმე დადებით კონტექსტში მოიხსენიოს როგორს საკუთარ ყურებს ისე სახელმწიფო და პოლიტიკურ სარბიელზე აღმასვლას საბოლოოდ დაემშვიდობება.



 მოგიწოდებთ NATO-ს  გამო კი ნუ წვავთ ადამიანებს კოცონზე, არამედ ნაცისტებს რომ მისტირიან იმ პესონებს გაემიჯნეთ თორემ რა შედეგსაც მიიღებთ არჩევნებზე მერე ნახავთ'', - განაცხადა ნიკოლო მჟავანაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner