logo_geo
eng_logo
„ფორბსი“: საქართველოში ბიზნესისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი
- +

21 დეკემბერი. 2018. 12:24

 

გამოცემა „ფორბსის“ თანახმად, წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 161 ქვეყანას შორის 44-ე ქვეყნად დასახელდა, სადაც ბიზნესისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.

 

„ფორბსის“ რეიტინგის შედგენისას ერთ-ერთი კრიტერიუმი ქვეყნის სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში არსებული პოზიციებია.

 

კერძოდ, საქართველოზე გამოცემას შემდეგი რეიტინგები აქვს მოყვანილი: ვაჭრობის თავისუფლება - მეოთხე ადგილი მსოფლიოში, მონეტარული თავისუფლება - 70-ე ადგილი, საკუთრების უფლების დაცვა - 74-ე ადგილი, ინოვაციები - 83-ე ადგილი, ტექნოლოგიები - 45-ე ადგილი, ინვესტორების დაცვა - მეორე ადგილი, კორუფცია - 43-ე ადგილი, პერსონალური თავისუფლება - 66-ე ადგილი, საგადასახადო წნეხი - მე-16 ადგილი მსოფლიოში.

 

ამასთანავე, საქართველოს პოზიცია საუკეთესოა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, გარდა ბალტიის ქვეყნებისა. რაც შეეხება უშუალო მეზობლებს, საუკეთესო პოზიცია აქვს რუსეთს - 55-ე ადგილი, თურქეთს - 57-ე ადგილი, ყაზახეთს - 65-ე ადგილი, აზერბაიჯანს - 70-ე ადგილი, სომხეთს - 81-ე ადგილი.

 

ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიას „ფორბსი“ ყოველწლიურად აქვეყნებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner