logo_geo
eng_logo
ნაძალადევში, შენგელაიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
- +

21 დეკემბერი. 2018. 12:25

 

 

 

ნაძალადევის რაიონში, შენგელაიას ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა.

 

 

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500-მდე კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

 

 

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.

 

 

რაიონის მასშტაბით მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი დასრულდა. ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის ამორტიზებული მილები შეიცვალა. მთლიანად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. 40 წლის განმავლობაში შენგელაიას ქუჩაზე საგზაო სამუშაოები არ განხორციელებულა. ახლა უკვე მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

 

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 230 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner