პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მინისტრი ამომწურავად ისაუბრებს, მაგრამ თუ გაჩნდა საჭიროება, დამატებით კითხვებსაც დასვამენ.
„შს მინისტრი სწორედ ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გასაცემად მოდის, თუკი ასეთი კითხვები იქნება დამატებით.
მგონია, რომ თავის მოხსენებაში ყველა თემაზე ამომწურავად ისაუბრებს. თუ რაიმე დამატებით გაგვიჩნდა შეკითხვა, რასაკვირველია, უმრავლესობაც დასვამს. ყველა აქტუალური თემა, რომელიც ეხება შსს–ს, ის იქნება ინაუგურაციის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების თემა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევა და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.