საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კოლეგებს ბიუროს გადაწყვეტილება გააცნო.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 222-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის ბიურო ადგენს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2018 წლის 21 დეკემბერს და საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 2018 წლის 22 დეკემბრიდან ქ. ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლეში გაიმართოს.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს და უკვე არის გამოცემული შესაბამისი აქტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბიუროს სხდომაზე რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის გიორგი გახარიას მოსმენა შემდეგ საკითხებზე გაიმართება:
დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები თხუთმეტამდე საკითხს განიხილავენ.
სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება ხდება პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა.
კანონმდებლები პირველი მოსმენით განიხილავენ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონის პროექტი არეგულირებს, პირის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად არჩევასთან და სტიპენდიატის ასაკთან, სტიპენდიის ოდენობასთან და სტიპენდიის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, რის შემდგომ პარლამენტის წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.