logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა, ხუთი წლით გაგრძელდეს
- +

21 დეკემბერი. 2018. 15:22

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, სადაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს, გაითვალისწინოს თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.

 

„ვისურვებ, რომ ზვიად გამსახურდიას შვილები ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. გუშინ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცოტნეს ვესაუბრე. პრეზიდენტის მომართვას ვეხმაურები. ვფიქრობ, მისი მხრიდან სწორი აქცენტი იყო, რომ საკანონმდებლო კუთხით თუ შესაძლებლობა არსებობს, პარლამენტმა გამოიყენოს. მის ინიციატივას მხარს ვუჭერ და შესაძლებელია, სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გავზარდოთ, რითაც შესაძლებელი იქნება, რომ გამოძიება არ შეწყდეს.

 

ეს სამართლებრივი გზა არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებით. მზად ვარ, ამაზე მუშაობა დავიწყო და შემდეგი კვირისთვის ინიცირება შესაძლებელი იქნება. დაჩქარებული წესით იქნებ განვიხილო, კოლეგებს დაველაპარაკები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს, გაითვალისწინოს თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.

 

ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს ეწურება. საქმეზე ძიება 2015 წლის შემდეგ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner