„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ ყოველთვიურად ქვეყნდება სტატისტიკა კრიმინალის შესახებ და ამ სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოება თვალს ადევნებს კრიმინალის გარკვეულწილად ზრდას.
დეპუტატმა შს მინისტრს გიორგი გახარიას მიმართა კითხვით, რამდენად მოსალოდნელია კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში „ნულოვანი ტოლერანტობის ზღვარზე დაბრუნება“.
„მასმედია აშუქებს როგორც კრიმინალის შესახებ ფაქტებს, ამავდროულად შუქდება, რომ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა ხდება აქტიურად, ეფექტურია შს სამინისტრო.
კრიმინალის მომატებული დონე, რასაც სტატისტიკა გვაჩვენებს, რატომ არის ასე - ეს არის იმის გამო, რომ შს სამინისტრო გახსნილია საზოგადოებასთან ურთიერთობაში და არ მალავს როგორც კრიმინალის ჩადენის ფაქტებს, ასევე მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ თუ ეს არის არაეფექტური ბრძოლის შედეგი? ხომ არ უნდა ელოდოს საზოგადოება ნულოვანი ტოლერანტობის ზღვარზე დაბრუნებას“, - მიმართა გიორგი გახარიას დავით მათიკაშვილმა.