logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც შს მინისტრი ითხოვდა 2 გვამს, რა პასუხი მოსთხოვეს ამისათვის - დაიბარეს პარლამენტში, ჰკითხეს რამე?
- +

21 დეკემბერი. 2018. 16:45

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გიორგი გახარიას კიდევ უფრო მეტი პრინციპულობისკენ მოუწოდა და ასევე საპარლამენტო უმცირესობა გააკრიტიკა. ხუნდაძემ დეპუტატებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ მოთხოვნილ „2 გვამზეც“ მიუთითა.

 

„მადლობა მინდა გითხრათ პრინციპულობისთვის. რასაც მე ველოდი აქამდე, ამას ელოდებოდა საზოგადოებაც. ასევე, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტი პრინციპულობის მოლოდინშია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უმსგავსოებას დაესვას წერტილი. ეს უფრო ფართო გაგებით, ამ დეტალებზე მე ახლა არ გავჩერდები. აქ უმრავლესობის მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, პრაქტიკულად, ყველა კითხვა, რაც საზოგადოებას აწუხებს  და რა კითხვებიც ზოგადად არსებობს.  მინდა გითხრათ, რომ ამ კითხვებს შორის ჭარბობდა, რა თქმა უნდა, დათუნა სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებული კითხვები. ეს კითხვა ჭარბობს არა იმიტომ, რომ აქ ბატონი ზაზა სარალიძე ესწრება, არამედ იმიტომ, რომ ეს კითხვები რეალურად არსებობს.

მინდა ასევე პასუხი გავცე ოპოზიციის მხრიდან მახვილად დასმულ კითხვებს და რაღაც არ მახსენდება მათი მხრიდან დასმული კითხვა, როდესაც მათივე გუნდის წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ითხოვდა 2 გვამს და არც ერთი კითხვა არ დასმულა, რა გვამს ან რატომ ითხოვდა. რა პასუხი მოსთხოვეს ამისათვის - დაიბარეს პარლამენტში, შიდა ფორმატში მაინც თუ ჰკითხეს რამე? აქ ბევრი არათუ დეპუტატი, მათი ლიდერიც ზის ჩვენს შორის და მე არ მახსოვს მათ მიერ დასმული არც ერთი კითხვა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner