მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქართული ენის, ლიტერატურის და ფოლკლორის მიმართულების მოსწავლეების მონაწილეობით გაიამართა ლექცია-საუბარი „მზიანი გულის მწერალი“, მიძღვნილი დიდი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის 90 წლისთავისადმი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფრაგმენტები მწერლის ნაწარმოებიდან, მისი „საახალწლო ლოცვა“.
პედაგოგმა რუსუდან ყიფიანმა წარმოადგინა პრეზენტაცია მწერლის ცხოვრებაზე, ისაუბრა მისი ლიტერატურული შედევრების, ცნობილი ნაწარმოებების არსსა და მთავარ სათქმელზე, მხატვრულ თავისებურებებზე, თხრობის მანერაზე, გამორჩეულ ჰუმანიზმსა და ავტობიოგრაფიულ შტრიხებზე.