logo_geo
eng_logo
უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზური მარკის განაკვეთი გათანაბრდება
- +

21 დეკემბერი. 2018. 17:48

 

 

უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზური მარკის განაკვეთი გათანაბრდება. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის.

 

საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ წარადგინა. როგორც მომხსენებელმა განმარტა, წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავების მიზანია ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირების და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის მიზნით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის გათვალისწინებული აქციზის დიფერენცირებული განაკვეთის გათანაბრება.

 

„ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ხორციელდება ცვლილება, რომლის თანახმად, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტს ერთი განაკვეთი განესაზღვრება. უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკის განაკვეთი, იქნება 1.7 ლარი 20 ღერზე. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით. სიძვირის გამო ადამიანებმა აღარ უნდა მოიხმარონ ეს პროდუქტი, რადგან ეს არის მავნებელი ჯანმრთელობისთვის. მისი მოხმარების შედეგად ქვეყანაში ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

მისივე თქმით, კანონპროექტის მიღება ასევე, გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 45 მლნ. ლარით გაზრდას.

 

კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner