logo_geo
eng_logo
ვენეციის კომისიამ გიორგი მარგველაშვილის მიერ გადაგზავნილი კანონპროექტის შესწავლა დაიწყო
- +

20 მაისი. 2016. 21:01


ვენეციის კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გადაგზავნილი კანონპროექტის შესწავლა დაიწყო.



პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული შინაარსის წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციამ " საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან მიიღო. ვეცდებით, მოვამზადოთ ჩვენი საჯარო, წინასწარი მოსაზრება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონთან და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონთან დაკავშირებით ყველაზე მჭიდრო ვადაში - 10 დღეში ", - აღნიშნულია წერილში.




„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას დღეს გადაუგზავნა. პარალელურად ვენეციის კომისიას იგივე კანონპროექტი მიაწოდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმაც.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner