logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს სანდობაა კიდევ უფრო გაიზრდება
- +

20 მაისი. 2016. 21:01


თუ ჩვენ ამ კანონპროექტს ობიექტურაშევხედავთ, დავინახავთ რომ აღნიშნული შესწორებები დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და არა რეგრესს, როგორც ამის წარმოჩენა გარკვეულ ძალებს სურთ", - ამის შესახებ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში განსახორციელებელ შესწორებებთან დაკავშირებით საუბრისას ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.



როგორც „ახალგაზრდულის ცენტრის" ლიდერმა „რეპორტიორს" განუცხადა, ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის უმნიშვნელევანესია, რომ მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესიდან პარლამენტის, პრეზიდენტის, მთავრობის ჩამოშორება და თავმჯდომარის არჩევა მოხდება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ. მისი აზრით, ეს მნიშვნელოვნად ზრდის, საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს.



ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდება არჩევიდან 10 წლის გასვლის შემდეგ, ეს საჭირო ინიციტივა გახლავთ, რადგან კანონი შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციასთან, მაგრამ კიდევ საჭიროებს მცირედ კორექტურებას, რადგან როდესაც მოსამართლეს შეუჩერდება უფლებამოსილება, ახალი მოსამართლე უკვე მიმდინარე საქმის თავიდან განხილვას იწყებს, რაც გამოძიებას არაეფექტურს ხდის და მის გაჭიანურებას იწვევს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება თუ ეს პუნქტი დაიხვეწება და ერთის მხრივ, მოხდება 10 წლიანი ვადის შემდგომ უფლებამოსილების ავტომაურად შეწყვეტა, ხოლო მეორეს მხრივ ეს პროცესი არ დააზიანებს გამოძიებას.

 წინ გადადგმული ნაბიჯია კვმის გაზრდა (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, უფლებამოსილია საქმე არსებითად  განიხილოს და მიიღოს   გადაწყვეტილება,   თუ  მის  სხდომას    ესწრება     9 მოსამართლიდან 7 მოსამართლე. მოქმედი კანონმდებლობით აუცილებელ იყო  6 მოსამართლის დასწრება) (ხოლო გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმი   6 წევრამდე გაიზარდა დღეს მოქმედი კანონმდებლობით გადაწყვეტილებას იღებს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი) აღნიშნული ცვლილების ამოქმედების შემდგომ, საზოგადოებაში საკონსტიტუციო სასამართლოს სანდობაა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

 

ოპოზოციის წარმომადგენლები ვენეციის კომისიით აპელირებენ და აცხადებენ, რომ მათი რეკომენდაციების გარეშე  მოხდა აღნიშნული შესწორებების მიღება, სწორედ ამიტომ მისასალმებელია, რომ პარლამენტი უახლოეს დღეებში აპირებს უკვე მიღებული კანონპროექტი შემდგომი განხილვისათვის გადაუგზავნოს ვენეციის კომისიას", - განაცხადა ქადაგიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner