„დღეს პარლამენტში ყველაზე ღირსეულად იჯდა ზაზა სარალიძე და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ეს ყველაფერი“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ მიმართა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრ ოპოზიციონერ დეპუტატებს და განაცხადა, რომ მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.
„მე გპირდებით ამას პირდაპირ იქიდან გამომდინარე, როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისიის მუშაობა. მეორე, თქვენ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის იდეა სამწუხაროდ დააზიანეთ. იმედი მაქვს, პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ისე არ მოექცეთ, როგორც გააკეთეთ კომისიაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.