საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა.
ტალახაძე წელს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან თურქმენეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა და შვიდი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი.