logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: კირკიტაძე სწორად ჩავაგდე და სხვებსაც ჩავაგდებ!
- +

21 დეკემბერი. 2018. 22:10

 

 

„დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდე და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებ, ვინც ამას დაიმსახურებს!”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

 

მან ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ინაუგურაციის დღეს კახეთში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„რა სტატუსის მატარებელიც არ უნდა იყოს, როცა პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა, ამას ყოველთვის ექნება ადეკვატური პასუხი. არ მაინტერესებს რა იყო ადრე, 1, 2, 5 და 10 წლის წინ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი.

 

თუ სადმე, რომელიმე კადრში აღმოჩნდა კიდევ ერთი ფაქტი, ან დამატებითი ფაქტი, პოლიციელზე ფიზიკური ზემოქმედების, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა კირკიტაძის შემთხვევაში, და აქ სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner