logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მოველოდი შედეგზე ორიენტირებულ შინაარსობრივ დიალოგს, თუმცა პოლიტიკურმა ემოციებმა ცოტა გადაწონა
- +

21 დეკემბერი. 2018. 23:02

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენა შეაფასა. მისი განცხადებით, დღეს მოელოდა შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს, თუმცა პოლიტიკურმა ემოციებმა ცოტა გადაწონა.

 

„რა თქმა უნდა, იყო მწვავე დისკუსია, ჩვენ ამ დისკუსიისთვის ვიყავით მზად. იმედი გვქონდა, რომ ეს დისკუსია იქნებოდა შინაარსობრივი, გვესმის, რომ დაგროვილი მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია. ძალიან კარგად გვესმის, როგორ მნიშვნელოვანია საპარლამენტო კონტროლი დემოკრატიის განვითარებისთვის. ვცემთ პატივს ინსტიტუტებს და სწორედ ამიტომ ვართ აქ. იმ მძიმე შეკითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენთვის იყო მისასალმებელი, რაც გავაკეთეთ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მოველოდი შედეგზე ორიენტირებულ შინაარსობრივ დიალოგს, თუმცა პოლიტიკურმა ემოციებმა ცოტა გადაწონა“, – განაცხადა შს მინისტრმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner