საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
„1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 21 დეკემბრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.
ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ასლი;
ვ) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და CV;
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
თ) არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს);
ი) ხელწერილი, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.
ლაშა ჟვანია – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე
დიმიტრი გაბუნია – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
ზურაბ მაჭარაძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე
მირანდა მაჭარაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
სულხან სალაძე – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
მიხეილ ბენიძე – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი
ნატალია ხოხიაშვილი – ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის
გრიგოლ გაგნიძე – ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის თავმჯდომარე“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაში.